LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: ძალიან სასიამოვნოა, რომ აგრესიული ბოკერია ნაცმოძრაობასთან აღარ ასოცირდება

205
iPiccy-collage

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმაურება.

„ახლა ვუყურე გოცირიძე vs ბოკერია. აბსოლუტურად გაუგებარია რატომ იყო ბოკერია ასეთი აგრესიული.

მოკლედ, გადაცემის ყურებისას საკუთარ თავს გამოვუტყდი – ძალიან სასიამოვნოა რომ აგრესიული ბოკერია აღარ არის ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული,“ – წერს მელია სოციალურ ქსელში.

“უადგილოდ აგრესიული იყო და ამით როგორც ჩანს მიაჩნია (მის სასარგებლოდ ) პარტიებს შორის განსხვავებებს აჩვენებს, არადა პირიქით არის და პრინციპში მახარებს ეს ფაქტი.
რაც უფრო მეტი ამომრჩეველი მიხვდება რომ ბოკერიას ჩვენთან არაფერი საერთო არა აქვს – ნაცმო მით უფრო მეტ ამომრჩეველს მოიზიდავს, ამაში 2018 წლის არჩევნებზე დავრწმუნდი,კერძოდ მცხეთის რაიონში,” – წერს მელია ერთ-ერთი კომენტარის პასუხად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები