LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას ბრალდება სიცრუეა – მერია ვიდეოს ავრცელებს

78

თბილისის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას, მიერ გაჟღერებულ ბრალდებას ეხმაურება, რომლის თანახმად, პარტიის წევრ ლევან ხაბეიშვილს 2 ოქტომბერს  თბილისის მერიასთან გამართული არასანქცირებული აქციის მიმდინარეობისას მერიის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნიკანორ მელიას მიერ გაჟღერებული ბრალდება სრული სიცრუეა. თვალსაჩინოებისთვის და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ვაქვეყნებთ თბილისის მერიის პირველ სართულზე გადაღებულ სრულ ვიდეოჩანაწერს.

“მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით და თავი შეიკავონ მიზანმიმართული ბრალდებებისგან, რაც მხოლოდდამხოლოდ თბილისის მერიის საქმიანობის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული,” – აღნიშნულია განცხადებაში.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ნიკა მელიას, ინფორმაციით, მათი აქციის რამდენიმე მონაწილე ნაცემია, მათ შორის ლევან ხაბეიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები