LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს [ვიდეო]

255
eyeyy6tiot

პროკურატურამ ნიკა მელიას დისტანციური კონტროლი დაიწყო. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს ელექტრონული სამაჯური რამდენიმე წუთის წინ ხელზე დაუმაგრეს. პრობაციის სამსახურის თანამშრომლების განმარტებით სამაჯური ნიკა მელიას სახლიდან გასვლასა და შემოსვლას დააფიქსირებს.

“მეცინება, ღიმილისმომგვრელია არა, უფრო მეტიც არის ეს ბიჟუტერია ივანიშვილისგან. არის კონტაქტი, ვის სჯერა, რომ ეს მარტო აკონტროლებს გადაადგილებას, მტერმა ისაუბრა ახლა იმ საკითხებთან დაკავშირებით მაჯაზე ამ სამაჯურით, როცა არის მაღალი ალბათობა, რომ არათუ მხოლოდ კონტროლდება შენი გადაადგილება, არამედ საფუძვლიანად ისმინება. რა დააყენეს აქ, კაცმა არ იცის”, — განაცხადა ნიკა მელიამ.

სააპელაციო სასამართლომ მელიას ელექტრონული კონტროლის შესახებ გადაწყვეტილება 2 ივლისს მიიღო. მას სხვა შეზღუდვებიც აქვს დაწესებული. მელიამ ყველა მისი გადაადგილება პროკურატურასთან უნდა შეათანხმოს.

ნიკა მელიას დაპატიმრებას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ითხოვს. მას ედავებიან ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები