LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას გათავისუფლების პროცედურის დაწყებას მისგან არანაირი თანხმობა არ სჭირდება, ხელისუფლების ხელში არის ციხის გასაღები, მელიას ხელში სიმართლე: დავით კირკიტაძე

52
დავით კირკიტაძე

„ნიკა მელიას გათავისუფლების პროცედურის დაწყებას მისგან არანაირი თანხმობა არ სჭირდება, ხელისუფლების ხელში არის ციხის გასაღები, მელიას ხელში სიმართლე“, – აღნიშნული განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, საზოგადოება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, შეთანხმებულია, რომ ეს არის პოლიტიკური საქმე და ნიკა მელიას მიმართ პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს.

ხელისუფლების ხელშია დღეს ციხის გასაღები და მელიას ხელშია სიმართლე. საზოგადოება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, ყველანი შეთანხმებული ვართ, რომ ეს არის პოლიტიკური საქმე. ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან წინადადებები გაკეთებულია და ველოდებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას.

არანაირი თანხმობა არ ესაჭიროება იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, უფრო კონკრეტულად, პროკურატურამ შეიტანოს სასამართლოში მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა და შესაბამისად დააკმაყოფილოს სასამართლომ. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ევროკავშირის პარლამენტარებისგან წინადადება მისი მხრიდან არის მიღებული და ველოდებით ხელისუფლებას.

არაფერს განსხვავებულს ნიკა მელია არ ამბობს, ის დღესაც ადასტურებს, რომ რა პროცესიც მიმდინარეობს მის მიმართ, არის პოლიტიკური და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა პარტნიორს და მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს ძალიან დიდი სურვილი აქვს და ძალიან საჭიროა, ნიკა მელია ჩართული იყოს პროცესში, ის დგამს შესაბამის ნაბიჯებს“, –  განაცხადა დავით კირკიტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები