LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნიკა მელიას პატიმრობა პროკურატურის თვითმიზანი არასდროს ყოფილა” – პროკურორი თვლის, რომ პატიმრობა მელიას ინტერესებშია

62
გულუაშვილი

საქართველოს გენერალური პროკურატურა ძალაში ტოვებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის შეთავაზებას, რომ მის მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.

აღნიშნულ შეთავაზებაზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

“ნიკანორ მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი”

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა მელიასთვის პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის წინადადება პროკურატურამ ჯერ კიდევ 25 თებერვალს დააყენა, როცა მხარეს გირაოს გადახდა შესთავაზა. თუმცა, გულუაშვილის თქმით, „ნიკანორ მელიას პატიმრობა თავად ნიკანორ მელიას თვითმიზანია“.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ ჯერ კიდევ 25 თებერვალს იქნა გაკეთებული შეთავაზება დაცვის მხარისთვის და შევთავაზეთ მათ ლეგიტიმური, კანონისმიერი საშუალება იმისთვის, რომ ნიკანორ მელიას გამოყენებული პატიმრობა შეცვლილიყო გირაოთი, იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს ამის სურვილი ჰქონდა.” – აცხადებს პროკურორი.

ამირან გულუაშვილის განცხადებით, პროკურატურამ დაცვის მხარეს კონკრეტული სამართლებრივი გზა შესთავაზა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო პატიმრობის შეცვლა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით.

“ბრალდების მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს შეფარდებული პატიმრობის შეცვლა გირაოთი”

“ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი.” – განაცხადა გულიაშვილმა

პროკურორის თქმით, დაცვის მხარე ახდენს კანონით სპეკულირებას და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას, იძახის რა, რომ მსგავსი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს.

“ნებისმიერი იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელმაც იცის, რომ ბრალდების მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს შეფარდებული პატიმრობის შეცვლა გირაოთი“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

 

პოპულალურები