LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას სახით დღეს იდევნება ქართველი ხალხის საპროტესტო მუხტი, მას ყველანაირად დავიცავთ: შალვა ნათელაშვილი

50
FORTUNA.GE-

“ჩვენ მზად ვართ, ყველანაირად დავიცვათ ნიკა მელია, რადგან მისი სახით დღეს იდევნება ქართველი ხალხის საპროტესტო მუხტი”. – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მიიღებს ისეთ ხურდას, რომელსაც ვეღარ მოინელებს.

როგორც შალვა ნათელაშვილი ამბობს, რეჟიმი, რომელსაც რეპრესიები სურს, ძირშივე უნდა ამოიწვას:

“მე ვურჩევ მეგობრულად რეჟიმის მეთაურს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ბუჩქებშია ჩამალული და მესიჯებს უგზავნის უმრავლესობის წევრებს, თვითონ გახდება მსხვერპლი თავისი ავაზაკობის, თუ ეს განახორციელა.

ჩვენ მზად ვართ, ყველანაირად დავიცვათ ნიკა მელია, რადგან ნიკა მელიას სახით დღეს იდევნება ქართველი ხალხის საპროტესტო მუხტი. დღეს იდევნებიან ის ახალგაზრდები, ვისაც ივანიშვილმა თვალები დათხარა 20 ივნისის ღამეს, დღეს იდევნება საქართველოს მომავალი. თუ ასე გაგრძელდა, ხვალ იქნება შალვა, მაზეგ თორნიკე, ამიტომ ჩვენ ძირშივე უნდა ამოვწვათ რეპრესიების მსურველი რეჟიმი”. – განაცხადა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ შეფარდებულ გირაოს არ გადაიხდის.

აღარ ვაპირებ ამ გაუთავებელ “სამართლებრივ” ლაბირინთებში შეყოლას, გირაოს არ გადავიხდი: ნიკა მელია

''ჩვენი ბრძოლა სამართლიანია, მართალი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ გავიმარჯვებთ, რადგან სხვა გზა არც გვაქვს''.

ამის პარალელურად, გენერალური პროკურატურა მიმართავს პარლამენტს, მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გამოიყენოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები