LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას სასამართლომ აკრძალვები დაუწესა

197
1483950011

სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ნიკა მელია თავისუფალია. როგორც საქალაქო სასამართლოში განმარტეს, ოპოზიციის წევრს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდა.

მელიას ეკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განცხადებების გაკეთება, საცხოვრებელი სახლის დატოვება, მოწმეებთან კომუნიკაცია. ასევე გადაწყვეტილებით, ნიკა მელიამ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი საგამოძიებო ორგანოებს უნდა ჩააბაროს.

„ამ ეტაპზე არ იქნება სწორი სასამართლო მხრიდან ამ საკითხის შეფასება. ვინაიდან წინ არის საქმის არსებითი განხილვა. ამ ეტაპზე სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რაც არის მინიმალური სტანდარტი, რომელიც გამოიყენება აღკვეთის ღონისძიებების მსჯელობის საკითხზე,“ – განაცხადეს სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები