LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიასგან ნარკოტესტის გავლის არავითარი პრობლემა არ არის: გოცირიძე

36
1

თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ ნარკოტესტის გავლას ასევე სხვა კანდიდატებისთვის იმავეს მოწოდებას ეხმიანებან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე და აცხადებს, რომ ნიკა მელიასგან ნარკოტესტის გავლის არავითარი პრობლემა არ არის.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ნარკოტესტს გადის ყველა, ვინც პარლამენტში შედის და ეს ნორმა კანონით არის განსაზღვრული, კალაძის მსგავსი განცხადება წინასაარჩევნოდ კი ალიბის შექმნას უფრო ჰგავს.

რომან გოცირიძის თქმით, კალაძის თავის გამოჩენა ამ კუთხით ნიშნავს, რომ  მას ვიღაცებზე აქვს ეჭვი და ამით ეშმაკური, პროპაგანდისტური “ტრიუკი” ჩააგდო:

“ნარკოტესტს გადის ყველა, ვინც პარლამენტში შემოდის და ეს ნორმა კანონით არის განსაზღვრული. კალაძის მსგავსი განცხადება წინასაარჩევნოდ უფრო ჰგავს ალიბის შექმნას, “შეხედეთ მე ასეთი გაბედული ვარ და თქვენც იგივე გააკეთეთ”.

არ არის ეს პრობლემა, ოღონდ ეს არ არის კალაძის მოსაწოდებელი, რასაც ითვალისწინებს კანონი, ყველა გააკეთებს და ნიკა მელიასგან, მათ შორის, არავითარი პრობლემა არ არის მსგავსი ტესტის გავლის. კაცი სპორტსმენია, მაგრამ ახლა მე შემიძლია, კალაძეს მოვუწოდო: მოდი, ალკოტესტი გაიარე, მაქვს ეჭვები, რომ ყოველ დღე ნასვამი ზიხარ საჭესთან, მაგრამ ამ მოწოდებაზე კალაძის რეაგირება აუცილებელია? კალაძის თავის გამოჩენა ამ კუთხით ნიშნავს, რომ ვიღაცებზე აქვს ეჭვი და ამით ეშმაკური, პროპაგანდისტური “ტრიუკი” ჩააგდო, როგორც ივანიშვილი იტყოდა. არავის არ ეშინია, ნიკას ჰკითხეთ და ის გეტყვით, როდის აპირებს.” – თქვა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, დედაქალაქის მერმა ორი დღის წინ ნარკოტესტი ჩააბარა და განაცხადა, რომ “ყველანაირად სუფთაა”. მან მოუწოდა ოპონენტებს, გააკეთონ ანალოგიური და საზოგადოებას შედეგები წარუდგინონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები