LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა სიმონიშვილი: შესაძლებელია, აღსარებებსაც კი უსმენდნენ

66
ნიკა და აგსარება

მოსმენებზე უარი არ უთქვამთ, ერთმა ხელისუფლებამ მეორე ხელისუფლებისგან საშინელი მონსტრი გადაიბარა – შესაძლებელია, უკანონოდ აღსარებებსაც კი უსმენდნენ , – ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში „ საიას თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.

როგორც სიმონიშვილმა აღნიშნა, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფარული მასალები, ვისი ჩადენილიც არ უნდა იყოს, „ქართული ოცნების“ დროს განხორციელდა, ამიტომ მმართველმა გუნდმა საზოგადოებას პასუხი უნდა გასცეს.

„ფაქტიურად ხელისუფლებამ ნაბიჯი გადადგა, ვითომ დამოუკიდებელი ორგანო შექმნა, თუმცა ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტის ფორმალური გამოყოფა მის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს. ამ ყველაფრის შედეგი ვნახეთ, რომ რეალურად ე.წ. ოტო დამოუკიდებელი არ არის.

იყო რეფორმამდე გაკეთებული ჩანაწერები და არის ჩანაწერები, რომელიც მათ შორის ბოლო თვეების, ბოლო ერთი წლის განმავლობაშია გაკეთებული. მოსმენებზე ხელისუფლებას უარი არ უთქვამთ და არც გაჩერებულან, უსაფრთხოების სამსახური ამ ყველაფერს აკეთებს“. – განაცხადა სიმონიშვილმა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ მმართველ გუნდს, სავარაუდოდ, სურს, რომ გავლენიან სასულიერო პირებზე კომპრომატები მოიპოვოს და შემდეგ ეს ყველაფერი თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენოს.

„როდესაც სუს-ი მსგავსი მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ისეთი ინფორმაციის მოპოვება სურთ, რომელიც მოპოვების კანონიერი გზები არ არსებობს. შესაძლებელია, აღსარებებსაც კი უსმენდნენ უკანონოდ.

სასულიერო პირებს დიდი გავლენა აქვთ და რა თქმა უნდა, თუ ექნებათ კომპრომატები თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ მათი გავლენის გამოყენება შესაძლებელია. ერთმა ხელისუფლებამ მეორე ხელისუფლების საშინელი მონსტრი გადაიბარა, ამ კუთხით არაფერი არ შეცვლილა. ვისი ჩადენილიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ეს ჩანაწერები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროსაა გაკეთებული, მმართველმა გუნდმა საზოგადოებას პასუხი უნდა გასცეს“, – განაცხადა სიმონიშვილმა.

13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებთან და სხვებთან დაკავშირებული ასეულობით ფაილი, რომელიც, სავარაუდოდ, სუსსგან არის გამოჟონილი. არაერთმა ჟურნალისტმა პოლიტიკოსმა  ფაილებში თავისი საუბრები ამოიცნო.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე: საკმარისი ინფორმაცია მაქვს რომ 90% ალბათობით ვიცოდე საიდან მოდის ფარული ჩანაწერები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები