LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისთვის დრო შუაღამემდე მისცეს

239
nikol

სომხეთის პრემიერმინისტრს ულტიმატუმს უყენებენ –  ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ერევანში ათასობით მომიტინგე ქუჩაშია. მიზეზი ფაშინიანის მიერ ხელმოწერილი გადაწყვეტილებაა, რომელიც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს.

სომხეთში თვლიან, რომ პრემიერმა ხელი კაპიტულციას მოაწერა.

“ნიკოლი მოღალატეა” ისმის აქციაზე. დენსტრანტები პრემიერმინისტრს გადადგომისთვის ვადას შუაღამემდე აძლევენ.

17 პარტიისგან შემდგარ ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მათ მოკლევადიან სამოქმედო გეგმაში ნიკოლ ფაშინიანის გადაყენება, საგანგებო აღმასრულებელი კომიტეტის შექმნა და ქვეყნის ახალი ლიდერის წარდგენა შედის.

“პოლიტიკური ძალები მოვითხოვთ, რომ პაშინიანი და მისი მთავრობა, რომელიც ამჟამინდელი სავალალო მდგომარეობის შექმნაში დამნაშავები არიან, თანამდებობიდან გადადგნენ. ათასობით სიცოცხლის, მიწის დაკარგვა და მოკავშირეებთან, განსაკუთრებით, რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა ამტკიცებს, რომ პაშინიანის მთავრობა უუნაროა”, – ამბობენ ოპოზიაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები