LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანი ახალი ფილმის გადაღებებზე დააფიქსირეს (ფოტო)

101

ნიკოლ კიდმანი ფოტოგრაფებმა გადასაღებ მოედანზე დააფიქსირეს. მსახიობი უკვე შეუდგა მუშაობას ახალ ფილმზე „მოტყუებული“, რომლის რეჟისორიც სოფია კოპოლაა. ფილმი 1860 წლის მოვლენებზეა და ის ვესტერნის მოყვარულებს დააინტერესებს. სურათში კიდმანის გარდა კოლინ ფარელი, ელ ფანინგი და კრისტენ დანტსი მონაწილეობენ.

ფოტოებიდან ჩანს, რომ ნიკოლ კიდმანმა უკვე მოირგო ძველი ეპოქისთვის დამახასიათებელი იმიჯი. ის გადასაღებ მოედანზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. კადრში ასევე მოხვდნენ სხვა მსახიობებიც. ფილმის პრემიერა 2017 წელსაა დაგეგმილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები