LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანი შვილებს სოციალური ქსელით სარგებლობას უკრძალავს

415
nicolekidman2010

53 წლის ნიკოლ კიდმანი ამბობს, რომ შვილებს სოციალური ქსელით სარგებლობას უკრძალავს. ამის შესახებ ოსკაროსანი მსახიობი გამოცემა Loose Women-ს ესაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ნიკოლ კიდმანი სოციალური ქსელების მომხმარებელია, ის მიიჩნევს, რომ დღეს შვილებს ამის უფლებას ვერ მისცემს. ნიკოლი ამბობს, რომ უფროსი შვილი ზედმეტად გატაცებული იყო ინტერნეტით, ამიტომაც წვდომა ინტერნეტთან შეუზღუდა.

აქვე კიდმანი ინტერვიუში დასძენს, რომ ის და კიტ ურბანი შვილებს შეზღუდვეის გარეშე ზრდიან. მათთვის მთავარი შვილებისთვის თვითშეფასების ამაღლებაა და სხვა მხრივ ქალიშვილებს სრულ თავისუფლებას აძლევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები