LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანმა აღიარა, რომ ლენი კრავიცზე დანიშნული იყო

116

ჰოლივუდის მსახიობმა, ნიკოლ კიდმანმა პირველად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მუსიკოს ლენი კრავიცზე დანიშნული იყო.

ხმები ამის შესახებ ჯერ კიდევ 2000 წლის დასაწყისში დადიოდა, როდესაც კიდმანი ჯერ კიდევ ტომ კრუზის ცოლი იყო. წყვილი 2001 წელს დაშორდა, ხოლო ნიკოლისა და ლენის რომანი 2003 წელს დაიწყო. ამჟამად ის კიტ ურბანის მეუღლეა, რომელთანაც უკვე 12 წელია ქორწინებაში იმყოფება და ორ ქალიშვილს ზრდის.

„ზოი კრავიცს დიდი ხანია ვიცნობ, მე მამამისზეც კი ვიყავი დანიშნული, – განაცხადა კიდმანმა პროექტის „დიდი პატარა ტყუილი“ ფარგლებში მიცემულ ინტერვიუში, რომელზეც  ის ზოისთან ერთად მუშაობს. – მე მიყვარს ლენი, ის არაჩვეულებრივი ბიჭია“, – აღიარა მსახიობმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები