LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ბასილაშვილის ღირსეული საქციელი, რომელმაც მსოფლიო აღაფრთოვანა [ვიდეო]

4039
BeFunky-collage

ამჟამად საზოგადოების ყურადღება წარმატებული ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილისკენაა მიმართული.

მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ყოფილ მეუღლეზე, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 2020 წლის 16 ივლისს გაიმართება.

გავიხსენოთ, რამდენიმე თვის წინ დევისის თასზე მომხდარი ინციდენტი, რომელიც ნიკოლოზის ღირსებაზე ყველაფერს ამბობს.

ქართველმა ჩოგბურთელმა აღნიშნულ ტურნირზე ურუგვაის ნაკრებთან მატჩში გმირული გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ, როცა მსაჯით უსაფუძვლოდ უკმაყოფილო მეტოქე კუევასი, მატჩს ტოვებდა და ქართველ მეტოქეს ნებდებოდა, ნიკოლოზმა თხოვნით მიმართა და შეხვედრის გაგრძელება ურჩია.

კუევასს სუპერვაიზერი ესაუბრა და აუხსნა, რომ თამაშიდან გასვლის უფლება არ ჰქონდა, თუმცა ჩოგბურთელმა მატჩის დატოვება მაინც არჩია. რა დროსაც, მასთან ნიკოლოზ ბასილაშვილი მივიდა და სთხოვა არ მიეღო ეს გადაწყვეტილება, რადგან ეს იქნებოდა დიდი დისკვალიფიკაცია მისთვის და ამას მოჰყვებოდა სკანდალიც.

კუევასმა ნიკოლოზის თხოვნა გაითვალისწინა.

“სუპერვაიზერს არ დაუჯერა, მაგრამ დაუჯერა ნიკა ბასილაშვილს,”-ამბობს კომენტატორი.

იყო შანსი, მომხდარის გამო 34 წლის ურუგვაელის საჩოგბურთო კარიერა სამუდამოდ დასრულებულიყო, ბასილაშვილი კი აქტივში უშრომელ გამარჯვებას ჩაიწერდა, თუმცა მან ის გააკეთა, რასაც მის ადგილზე ბევრი არ გააკეთებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები