LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეზონი წაგებით განაახლა

83
publika.ge-basi

თითქმის ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, მამაკაცთა პროფესიული ტური განახლდა. დაიწყო ცინცინატის „მასტერსი“, რომელსაც ნიუ-იორკი მასპინძლობს.

განახლებული ტურის პირველ მატჩში თამაშის პატივი ერგო მსოფლიოს 27-ე ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს.

სამწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

ბასილაშვილი 1/32 ფინალში კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს დაუპირისპირდა და 2 სეტში 6:4, 6:1 დამარცხდა.

ბასილაშვილმა შეხვედრა 2 ეისითა და 8 ორმაგი შეცდომით დაასრულა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მომდევნო ტურნირი ამერიკის ღია პირველობა იქნება, რომელიც 31 აგვისტოდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები