LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველი: „ბედნიერებაა ჩემთვის ყოველი წამი და წუთი მასთან ერთად გატარებული, ენით აუწერელი ბედნიერება…“

402
bregvadzerachveli

დღეს ლეგენდარული ქართველი მომღერალი, ნანი ბრეგვაძე იუბილარია. მას 85 წელი შეუსრულდა. რასაკვირველია, სოციალური ქსელი სავსეა მილოცვებით.

ერთ-ერთი განსაკუთრებული მილოცვა ნიკოლოზ რაჭველს ეკუთვნის, მაესტროს, რომელთანაც ნანი ძალიან ხშირად თანამშრომლობს. დღესაც მათი ერთობლივი კონცერტი წინანდალში იმართება.

ნიკოლოზ რაჭველი სპეციალურ ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

„ყველაზე მეტად რომ მიყვარს, იმ ქალბატონის დაბადების დღეა! თან, ისეთი დღე, ერთად რომ ვიდგებით წინანდლის ამფითეატრის სცენაზე…

ბედნიერებაა ჩემთვის ყოველი წამი და წუთი მასთან ერთად გატარებული, ენით აუწერელი ბედნიერება…

Happy Happy Happy Birthday to Nani Bregvadze!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები