LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველი: ჯერ კიდევ მოთმინებით ველით მთავრობის ვერდიქტს

432
nikoloz-rachveli

“ფილარმონია ეროვნულ ორკესტრს, მუსიკას და მუსიკოსებს. ჯერ კიდევ მოთმინებით ველით მთავრობის ვერდიქტს, – ამის შესახებ სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს.

ორკესტრისთვის ფილარმონიის გადაცემის მოთხოვნის საკითხზე რაჭველის მორიგ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“გაუსაძლის გამოცდას ვაბარებ საგანში, რომელსაც მოთმინება ქვია…

არადა რამდენი რამ მაქვს გასაკეთებელი, როგორ ცხოვრებას ვხედავ ჩვენი ქალაქის საკონცერტო დარბაზში, ისეთს პარიზის, ბერლინის თუ ნიუ იორკის

ფილარმონიებს რომ არ ჩამოუვარდება… რამდენ რამეს ვფიქრობ ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ჩვენი მშობლების, ბებიების და ბაბუებისთვის, სოციალურად

დაუცველებისთვის… რამდენი დიდი მუსიკოსი მიდგას გვერდით და სიხარულით ჩამოვა და სხვებსაც ჩამოიყვანს ჩვენთან… რამდენი ახალი ნიჭიერი

ქართველი შემსრულებელი, ავტორი, ჯგუფი და ანსამბლია, ვისთვისაც მინდა რომ მუდამ ღია იყოს დიდი სცენის კარი… რამდენნაირი მუსიკა არ ჟღერს და

მინდა რომ ისმოდეს ჩვენს ქალაქში მთავარი სცენიდან…

დრო მიდის…

თაობები ისე იცვლებიან მათთვის საკონცერტო ცხოვრებაზე, მათ ესთეტიკურ აღზრდაზე და გემოვნების დახვეწაზე, რაც საკონცერტო დარბაზის ერთერთი მთავარი დანიშნულებაა, არავინ ზრუნავს…

მგონია, რომ ჯერ კიდევ მაქვს ენერგია ჩემს თანაგუნდელებთან და კიდევ ბევრ თანამოაზრესთან ერთად, ვინც გვერდით დამიდგება “მოვხოდო” ფილარმონიული

ცხოვრება თბილისში, ის რაც ბოლომდე განადგურებულია ახლა, ის რაც არის ყველა წარმატებული ქართველის სურვილი, რაც იყო გია ყანჩელის აუხდენელი ოცნება…

მთავრობა კი ფიქრობს ვის გაუწიოს ანგარიში, ხალხს, მუსიკოსებს, მსმენელებს, ხელოვანებს, საკუთარი შვილების მომავალს, ეროვნულ ორკესტრს თუ მათ, ვისაც ეს

ყველაფერი არ სურს ხდებოდეს ამ ქვეყანაში… და არიან კი ასეთი ადამიანები ჩვენს ირგვლივ ნეტავ?

რიტორიკულ კითხვას პასუხს გასცემს გადაწყვეტილება, რომელსაც უკვე მერამდენე წელია მოუთმენელი მოთმინებით ველოდებით…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები