LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველი: “კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ, ალბათ, დროს უფრო რაციონალურად გამოვიყენებ…”

290
nikoloz-rachveli-karant

“მთავარი არხის” შუადღის გადაცემას სახლიდან ჩაერთო კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, რომელმაც ბახის ნაწარმოები საკუთარი მცირედი ინტერპრეტაციით შესთავაზა მაყურებელს და ასევე ისაუბრა იმის შესახებაც, თუ როგორ ატარებს დროს შინ.

როგორც მან აღნიშნა, ჩართვებზე და მუსიკალური საღამოების “ფეისბუქით” მოწყობაზე უფრო მეტად ამ დროის გატარება ფიქრში და ახლის შექმნაზე ორიენტირებაზე სურს.

მან ასევე უპასუხა კითხვას, რას აღარ გააკეთებს მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემია დასრულდება.

“მე, როგორც ორკესტრის ხელმძღვანელი, სხვა ადამიანებზე ვარ დამოკიდებული. ჩვენ ერთმანეთს ვეხმიანებით და ადრე თუ გვეზარებოდა რეპეტიციები, ვიღაცას შინ მიეჩქარებოდა ოჯახის წევრებთან, ახლა სხვანაირად ვფიქრობთ და ვნატრობთ, ნეტავ, რეპეტიცია გვქონდეს. ალბათ, დროს უფრო რაციონალურად გამოვიყენებთ, რომ ჩვენი საქმით მეტი სიკეთე ვაკეთოთ”, დასძინა ცნობილმა დირიჟორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები