LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველი: „დიდ მატერიალურ ქონებას არ ვფლობ, არ გამაჩნია საკუთარი ბინა…“

250
niklolozrachveli45

„პირველი არხი“  ესტუმრა კომპოზიტორსა და დირიჟორს, ნიკოლოზ რაჭველს, სახლში, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მისი არ არის. მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ 42 წლის ასაკში არ აქვს დიდი მატერიალური ქონება.

ნიკოლოზ რაჭველი:

ამ წუთის მონაცემებით, დიდ მატერიალურ ქონებას არ ვფლობ, მათ შორის, არ გამაჩნია საკუთარი ბინა, აქაც დროებით ვცხოვრობ, მაქვს ერთი ნახევრად დანგრეული სახლი რაჭაში და ავტომობილი, რომელიც, ალბათ, ყველაზე ძვირია, რაც კი გამაჩნია, მატერიალურად რომ შევაფასოთ, ასევე ელექტროპიანინო, მაგრამ მაქვს დისკების დიდი კოლექცია, რომელიც სტუდენტობისას შევიძინე. ამ ჩემს სანოტო და აუდიოკოლექციას სიამოვნებით გადავულოცავდი ახალგაზრდებს, ჩემს კოლეგებს, ალბათ, მათ შორის, წინა პლანზე იქნება ცოტნე ზედგინიძე, მალერის პარტიტურებს კი, რა თქმა უნდა, სვიმონ ჯანგულაშვილს ვუსახსოვრებდი, სხვანაირად არც განიხილება…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები