LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველი: „სულ მეუბნებოდა: ნეტავ, ასეთები ვიქნებით სიბერეშიო?! ჰოდა, ახლა რა ვთქვა, რაზე ვიფიქრო, როგორ გავუძლო ასეთ დარტყმას…“

759
nikolozrachvelinews45

ბასისტ მიშა ჯაფარიძის ავარიაში გარდაცვალებას საქართველოში ცნობილი მუსიკოსები ეხმიანებიან. ამ სამწუხარო ამბავს ნიკოლოზ რაჭველმა რამდენიმე პოსტი მიუძღვნა და თავის კოლეგასა და ახალგაზრდა მეგობარს გამოემშვიდობა.

ნიკოლოზმა გააზიარა ფოტო, სადაც მიშასთან ერთად არის გადაღებული და ამ ფოტოს მეორე ვერსიაც, სადაც ორივე, სპეციალური პროგრამით, დაბერებულები არიან.

მაესტრო წერს:

„ერთ-ერთი გასტროლისას, ერთად რომ ვიყავით, „ფეისბუქზე“ პოპულარული გახდა აპლიკაცია, რომელიც ასაკს გვიცვლიდა ფოტოსურათებში.

მე და მიშაც არ ჩამოვრჩით ტრენდს და მაგრად ვიხალისეთ. მერე, ყოველი ნახვისას ვიხსენებდით და სულ მეუბნებოდა: ნეტავ, ასეთები ვიქნებით სიბერეშიო?!

ჰოდა, ახლა რა ვთქვა, რაზე ვიფიქრო, როგორ გავუძლო ასეთ დარტყმას…

ღმერთო, რატომ ვერ მომასწარი ჩვენი მიშოს სიბერეს???“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები