კიევში მდებარე საკონცერტო დარბაზში, სადაც უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება, საქართველოს და უკრაინის დროშებია გამოფენილი.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი წერს და ფოტოს გვიზიარებს.
„უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფინალი კიევში ჩვენი კონცერტია, სცენა ასე გამოიყურება…
რამხელა ლოგიკაა ამ ორი დროშის გვერდიგვერდ ყოფნაში, რაც შეიძლება ითქვას ჩვენმა ჩამოსვლამ განაპირობა.
ვამაყობ და კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს მოძმე ერს ასეთ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს. ერთ საათში კი სცენიდანაც მივულოცავთ დამსწრე საზოგადოებას და საერთო მტერზე გამარჯვებას ვუსურვებთ საქართველოს, უკრაინას და ცივილურ სამყაროს!“ – წერს ნიკოლოზ რაჭველი.