LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველი: „ვგლოვობ მამას, პატარა ანგელოზები რომ უნდა მიაბაროს მიწას”

1335
BeFunky-collage (3)

ნიკოლოზ რაჭველი ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ვგლოვობ ბათუმს, ვგლოვობ გარდაცვლილებს, მათი ახლობლების მდგომარეობას, ვგლოვობ მამას, პატარა ანგელოზები რომ რომ უნდა მიაბაროს მიწას…”, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა.

ამ დროისათვის ნაპოვნია 7 ცხედარი — 3 ბავშვი, 1 ასაკოვანი, 1 შუა ხნის ასაკის ქალი და 2 კაცი. გუშინ გვიან ღამით ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ერთი მოქალაქე კი, დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ინგა მეკეიძე იმ 2 არასრულწლოვნის დედაა, რომელთა ცხედრებიც გუშინ ნანგრევებში იპოვეს – ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

“ინტერვიუზე უარი მითხრა, თუმცა პირად საუბარში თქვა, რომ 1 წუთიც არ უძინია, არ მოცილებია ადგილს, სადაც ცოლ-შვილს ცოცხალს ელოდა…. ეს წუთებია 2 ცხედარი ამოიყვანეს, ტირის რომ ოჯახი აღარ ჰყავს”

სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები 24 საათზე მეტია გრძელდება.

11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები