LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველი: „ვუყურებ „ჩერნობილს“ და მთელ სხეულში ვგრძნობ ლენინის და მისი მემკვიდრეობის ზიზღს!..“

422
mtavarze

ნიკოლოზ რაჭველი ეხმაურება HBO-ს მიერ გადაღებულ ახალ სერიალს „ჩერნობილი“, რომელსაც IMDB-ის რეიტინგის მიხედვით, „სამეფო კარის თამაშებზე“ მეტი რეიტინგი აქვს და აღნიშნავს, რომ ეს სერიალი კიდევ ერთხელ ადასტურებს საბჭოთა კავშირის მანკიერებებს.

გთავაზობთ რაჭველის პოსტს ამ თემაზე:

„ვუყურებ ამერიკელების სულ ახლახან გადაღებულ მხატვრულ სერიალს “ჩერნობილი”. კიდევ ერთხელ მთელ სხეულში ვგრძნობ ლენინის და მისი მემკვიდრეობის ზიზღს!!!! საბჭოთა კავშირი თავისი მანკიერებებით ეს იყო უკიდურესი უბედურება კაცობრიობის პოლიტიკურ ისტორიაში!

კიდევ კარგი, ის აღარ არსებობს, მაგრამ პუტინი და მისეული რუსეთი ამ სისტემის გაგრძელებაა და ვინც ჩვენს ქვეყანაში ოდნავ მაინც სენტიმენტალურია ამის მიმართ მინდა, რომ სამუდამოდ აეკრძალოთ აზრის გამოხატვის უფლება!“

შეგახსენებთ, რომ „ჩერნობილი“ ახლა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სერიალია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, თუმცა რუსული მედია ამ სერიალის საწინააღმდეგო სტატიებს დიდი ენთუზიაზმით აქვეყნებს და წერს, რომ „ჩერნობილში“ ბევრი რამ მხატვრული გამონაგონია.

საგულისხმოა, რომ სერიალის შემქმნელებმა ბოლო 5 წელიწადი არსებული დოკუმენტური მასალის შესწავლას და თვითმხილველებთან შეხვედრებს მოანდომეს. ჩერნობილში მომხდარი ამ ტრაგედიის მომსწრენი ინტერნეტში წერენ, რომ სერიალში მოვლენები იდეალური სიზუსტითაა აღწერილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები