LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

101

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ითვალისწინებს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, სოფლის ცენტრში არსებული შენობების ფასადების მოწესრიგებას და ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას. გარდა ამისა გათვალისწინებულია სკვერის მოწყობა და სუვენირების მაღაზიის მშენებლობა.

მათივე ინფორმაციით, პროექტი სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის” დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება – 2 004 780 ლარს შეადგენს.

ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის დასრულება 2018 წლის ბოლოს იგეგმება. პროექტის მიზანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები