LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინა კობახიძე სტუდენტებზე: „ამთავრებენ უნივერსიტეტებს და ვერ საქმდებიან, ქვეყანაში კი პროფესიების შიმშილია…“

2043
Untitled design

სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსის“ დამფუძნებელი, ნინა კობახიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებ სტატუსს, სადაც წერს იმის შესახებ, რომ რეალურად, ქვეყანაში პროფესიების შიმშილია, სტუდენტები კი უნივერსიტეტების დამთავრების შემდეგ უმუშევრები რჩებიან. 

„ანუ ვინც აბარებდა, ყველამ ჩააბარა? არის ვინმე, ვინც ვერ მოხვდა? მგონი, ადგილი მეტი გვაქვს, ვიდრე სტუდენტი. ვაწარმოებთ უმუშევრობას, წლებია. ამთავრებენ უნივერსიტეტებს და ვერ საქმდებიან მაშინ, როდესაც პროფესიების შიმშილია ქვეყანაში.

  • ექთნები გვაკლია
  • დურგლები არ გვყავს
  • ტექნიკური პერსონალი არ არსებობს
  • მკერავი მაღალანაზღაურებადია, ვერ იშოვი
  • და .

განათლების რეალური რეფორმა და ავტომატური აკრედიტაცია უმაღლესების ევროპასთან, ეგ იქნება შველა, 3030-ში რო ვიგრძნობთ.

ისე კი ყველას ვულოცავ, ვინც იშრომა და ვისაც ეკუთვნის უმაღლესი განათლება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები