LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინა კობახიძე: „უმუშევარი და ნარკომანი მამაკაცების რაღაც თაობას ჰგონია, რომ მარტივად გამოვა ძალადობის რეჟიმიდან!..“

830
nina-kobaxidze-news121212

ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის დამფუძნებელი, ნინა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს დღეს გახმაურებული მკვლელობის შესახებ. მოგეხსენებათ, ბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლა და შემდეგ მისი ცხედარი პოლიციაში თავად მიიტანა. ნინა კობახიძის სტატუსი სწორედ გახშირებულ ფემიციდს ეხმიანება:

„წარმოუდგენელია ამდენი ძალადობა ქალებზე… ამდენი „ქმარმა ცოლი მოკლას“ მოსმენა ყოველდღე თითქმის… შეუმდგარი, წარუმატებელი, უმუშევარი და ნარკომანი მამაკაცების რაღაც თაობას ჰგონია, რომ მარტივად გამოვა ამ ძალადობის რეჟიმიდან… უმკაცრესი სასჯელი უნდა დაწესდეს ქალზე მოძალადე კაცებზე!

ბოლნისში ქმარმა სამი შვილის დედა გაგუდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები