LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინა წკრიალაშვილი: „ისეთი ფოტოები გადამიღეს, „პლეიბოი“ არც გაგახსენდებათ…“

1060

ნინა წკრიალაშვილი უკრაინული ჟურნალებისთვის გადაიღეს. მან რამდენიმე ფოტო „ფეისბუქზე“ ატვირთა, თუმცა ეს მობილურით გადაღებული ფოტოებია, ფოტოგრაფის ნამუშევრებს კი უკრაინულ „ელში“ და ჟურნალ „მაკიაჟში“ ვიხილავთ. ამის შესახებ თავად ნინამ გვითხრა.

ნინა წკრიალაშვილი:

ისეთი ფოტოები გადამიღეს, „პლეიბოი“ არც გაგახსენდებათ (იცინის). მშვენიერი იყო ისევ ფოტოსესიაში მონაწილეობა, რადგან ეს პროცესი ძალიან მიყვარს (იღიმის). თამამი ფოტოებია, მაგრამ საერთოდ არ არის ვულგარული. ტანზეც მაკიაჟი გამიკეთეს. ფოტოები იქნება უკრაინულ „მაკიაჟში“, „Elle“-ში და ასევე „კოსმოპოლიტანში“, მეორე ყდაზე.

სტატია გააკეთეს ვიზაჟისტ ლინაზე, რომელიც ჩემთვისაც აღმოჩენაა. შესანიშნავ მაკიაჟს აკეთებს, თანამედროვე მიდგომებით. სასწაული გრიმიორია. ლინა უკრაინაში, რუსეთში და ისრაელში მუშაობს, ქართველი ებრაელია და უახლესი ტექნოლოგიით აკეთებს მაკიაჟს, მობილურით გადაღებულ ფოტოზე კიდევ კარგად არ ჩანს. ლაივში საერთოდ არ გეტყობა, რომ მაკიაჟი გაქვს, სიბნელეში კი ანათებს. მოკლედ, ძალიან კმაყოფილი დავრჩი მასთან თანამშრომლობით.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები