LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ბადურაშვილი: „არ ვიცი, რატომ დამძიმდა თბილისში საცობი, მაგრამ ფაქტია, ამ პატარა ქალაქში თავისუფლად გადაადგილება უკვე შეუძლებელია!..“

1027
ნინი

ნინი ბადურაშვილი, რომელიც გამოცდილი მძღოლია და საკუთარი მანქანით ხშირად გადაადგილდება, საცობების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ თბილისში გადაადგილება უკვე შეუძლებელია:

„არ ვიცი, ბოლო დროს კიდევ უფრო რატომ დამძიმდა თბილისში მოძრაობა და საცობის ხარისხი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პატარა ქალაქში უკვე შეუძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში თავისუფლად გადაადგილება! შუქნიშნები კიდევ უფრო ხელს უწყობს სიტუაციის დამძიმებას! ძალიან კარგი იქნება, თუ მთელ ქალაქში საპატრულო დაარეგულირებს ამ საგიჟეთს და არა ვითომ ჭკვიანი შუქნიშნები! მართლა გაუსაძლისია უკვე!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები