LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ბადურაშვილი: „ერეკლე რომ ცოცხალი ყოფილიყო, ლალიც იცოცხლებდა“

573
ninibdrshvl-newsss

ნინი ბადურაშვილი ბებიას, ლალის, ჟურნალ „გზის“ ახალ ნომერში იხსენებს. შეგახსენებთ, რომ ცნობილი მსახიობი მცირე ხნის წინ სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად შვილის, ცნობილი კინორეჟისორის, ერეკლე ბადურაშვილის გარდაცვალების შემდეგ გაუარესდა.

ნინი ბადურაშვილი:

ბოლოს საავადმყოფოში, უკანასკნელ დღეებში, როცა ძლივს ლაპარაკობდა, მაშინაც კი გვამხნევებდა. გვეუბნებოდა, ნუ გეშინიათო, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერს ეშველება. ვფიქრობ, ერეკლე რომ კარგად ჰყოლოდა, ეს სენი ვერაფერს უზამდა. შვილის გარდაცვალების შემდეგ არ მეუბნებოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ სიცოცხლე აღარ უნდოდა. ერეკლე რომ ცოცხალი ყოფილიყო, ლალიც იცოცხლებდა. არ იმჩნევდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ყურადღებას არც აქცევდა. ბოლოს მთლიანად ერეკლეს ფილმზე იყო გადართული, გულშემატკივრობდა, უნდოდა, ძალიან კარგი გამოსულიყო. საავადმყოფოში მოგვყვებოდა, გადასხმას იკეთებდა და ისევ ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებოდა. ერეკლეს რომ არ გაემწარებინა, მგონია, იმდენად ძლიერი იყო, ამ სენსაც დაამარცხებდა.

ვრცლად ნინი ბადურაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ შეგიძლიათ, „გზის“ ახალ ნომერში წაიკითხოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები