LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ბადურაშვილი მისთვის ყველაზე მძიმე პერიოდზე ალაპარაკდა: “ვიყავი მარტო… ვიგრძენი აგრესია”

498
BeFunky-collage (1)

პანდემიისა და “დარჩი სახლში” მოწოდების ფონზე, არაერთი ცნობილი წყვილი გააქტიურდა სოციალურ ქსელში. საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, რომლებსაც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თავისუფალი დრო გამოუჩნდათ, უფრო ღიად ალაპარაკდნენ სხვადასხვა თემებზე. მათ შორის არის ცნობილი მომღერალი, ნინი ბადურაშვილი.

მომღერალმა  „ინსტაგრამის“ გამომწერებს მათთვის საინტერესო კითხვებზე უპასუხა და მისთვის მძიმე პერიოდზე ღიად ისაუბრა. როგორც ნინიმ აღნიშნა, ყველაზე მარტოდ თავი შვილის – ელენეს გაჩენის შემდეგ იგრძნო, როდესაც ბევრი ადამიანისგან დაუმსახურებელი აგრესია მიიღო.

შეგახსენებთ, ნინი ბადურაშვილი ქმარს 2013 წელს, ქორწინებიდან ოთხ თვეში დაშორდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები