LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი გოგიჩაიშვილი „მის მსოფლიოს“ კონკურსის ტოპ 20-ში შევიდა

7306
567

ნინი გოგიჩაიშვილი საქართველოს სახელით „მის მსოფლიოს“ კონკურსში მონაწილეობს. როგორც ახლახან გაირკვა, 120 მონაწილეს შორის, ჟიურისთან ინტერვიუს შედეგად, შეირჩა 20 გოგონა, რომლებმაც ეს ეტაპი წარმატებით გაიარეს. მათ შორისაა საქართველოს წარმომადგენელიც. 10 დეკემბერს, ჟიური უკვე ოცეულიდან აარჩევს ათეულს, რომლებსაც ფინალში უპირატესობა მიენიჭებათ.

აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის შიდა ტურები საკმაოდ მნიშვნელოვანია.

გარდა ამ ინტერვიუსა, ნინი გოგიჩაიშვილმა „სპორტის დღეც“ წარმატებით გაიარა და რვა საუკეთესო მონაწილეს შორის დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს www.missworld.com და თქვენი აქტიურობით მხარი დაუჭიროთ „მის საქართველოს“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები