LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ანანიაშვილი: არ ვიცი დროებით გავჩერდი თუ საერთოდ, ვერ გადავწყვიტე

1231
ananiashvilinino

პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემაში „დილის ყავა“ საკუთარი დილის, რუტინის, პროფესიული საქმიანობისა და ოჯახური ცხოვრების შესახებ საუბრობს.

როგორც სახალხო არტისტი ყვება, მისი დილა ენერგიულად, სირბილით იწყება, ყოველთვის ჩქარობს და მომზადებას 10 წუთშიც კი ახერხებს.

ბალერინას საუზმეს ხაჭო და სხვადასხვა დანამატები წარმოადგენს, ზოგჯერ კი – კვერცხი.

ყავა ამ ბოლო დროს შეუყვარდა, ძირითადად კი, მწვანე ჩაის მიირთმევს.

ბალერინა პროფესიულ საქმიანობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყოველდღიურად აღარ ცეკვავს და აღარც ვარჯიშობს, თუმცა დღის განმავლობაში უამრავი საქმით არის დაკავებული.

„შემდეგ წელს 40 წელი შესრულდება, რაც პროფესიონალურ სცენაზე ვდგავარ, წელს გავჩერდი ფეხის გამო, ტრამვა მაქვს. ოღონდ არ ვიცი ერთადერთი, საერთოდ გავჩერდი, თუ დროებით გავჩერდი. ეს თავში ვერ გადავწყვიტე.“-ამბობს პრიმა-ბალერინა.

https://www.facebook.com/TvMtavari/videos/491016538280368/?v=491016538280368

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები