LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ჩხეიძეს ტორტი 20 წელია, არ უჭამია

601
ninochxeidze2021

ნინო ჩხეიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ პანდემიასა და ახალ წელს მისი წონის რეკორდული მაჩვენებლი მოჰყვა, რის გამოც ენდოკრინოლოგს მიმართა:

„იყო პერიოდი, როცა სულ დიეტაზე ვიყავი – ეს ცხოვრების წესად მქონდა გადაქცეული. არც ტკბილს ვჭამდი და არც ცომს. მაგალითად, ნამცხვარი 17 წლის ასაკიდან 15 წლის განმავლობაში საერთოდ არ გამისინჯავს, ერთი ნაჭერიც კი არ შემიჭამია. ორსულობის დროსაც, მთელი ცხრა თვის განმავლობაში, დიეტაზე ვიყავი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია წონა, მაგრამ მგონი, ასაკთან ერთად, ნებისყოფაც ქრება… ტორტი 20 წელი არ მქონდა ნაჭამი. პანდემიის დროს დავიწყე მისი ჭამა და ეს ნამდვილი კატასტროფაა, რა თქმა უნდა, აისახა ჩემს წონაზე. არ ვმეტიჩრობ, შვიდი კილო მაქვს მომატებული, რაც უკვე საგანგაშოა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები