LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ზამბახიძე: „მშობლის ვალია, ხელი კი არ დააფაროს შვილს და გამართლება უპოვოს, არამედ აგებინოს პასუხი კანონის სრული სიმკაცრით“

179
ninozambaxidze

ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე კვლავ თავისი მეგობრის შვილის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მშობლის ვალია, შვილს აუხსნას, რომ ძალადობა ცუდია…

ნინო ზამბახიძე:

„ორი ბიჭი მყავს, ვთვლი, რომ მშობლის ვალია, შვილს ასწავლოს სიყვარული, მიტევება, და ზრდილობა! უნდა აუხსნას, რომ ძალადობა ნებისმიერი სახის არის ყველაზე ცუდი, უფრო სწორად საშინელი საქციელი, ასევე მშობლის ვალია ინვესტიცია ჩადოს შვილების განათლებაში! თორემ ქონება და ფული ვერ დაეხმარება მათ ვერაფერში! მიუხედავად ამისა, არავინ არაფრისგან არ ვართ დაზღვეული და ჩვენს შვილებსაც შეიძლება დაემართოს და ჩაიდინონ უპატიებელი საქციელი! აქ მშობლის ვალია, ხელი კი არ დააფაროს შვილს და გამართლება უპოვოს, არამედ აგებინოს პასუხი კანონის სრული სიმკაცრით. როცა ამას ჩვენ მშობლები შევძლებთ, მაშინ ვიქნებით შემდგარი მშობლები და შემდგარ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ! შესაბამისად, გვეყოლება საამაყო შვილები, ისეთი, როგორიც იყო ნიკო…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები