LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ზამბახიძე: „ნიკოს დედამ ტელევიზიით გაიგო შვილის გარდაცვალება და ახლა მოფრინავს, რადგან საქართველოში არ იმყოფებოდა…“

10556
ninozambaxidze

ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ამბავს კიდევ ერთხელ ეხმიანება და მედიით გავრცელებული ცაცხრილვის კადრების შესახებაც აკეთებს კომენტარს.

გთავაზობთ მის პოსტს, საიდანაც ირკვევა, რომ მოკლული 22 წლის ახალგაზრდას საზღვარგარეთ მყოფი დედა თბილისში მოფრინავს:

„უმორჩილესად გთხოვთ ყველა მედიას, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს! მესმის, რომ შეიძლება ექსკლუზივი იყოს მნიშვნელოვანი, მესმის, რომ შეიძლება, არ ენდობოდეთ გამოძიებას, მესმის, რომ გინდათ გააშუქოთ, რაც ხდება ქვეყანაში, მაგრამ: არ შეიძლება, დედამ ნახოს კადრები, როგორ ცხრილავენ შვილს! არ შეიძლება, დედამ გაიგოს ტელევიზიიდან მისი შვილს გარდაცვალების ამბავი, არაა!!! წარმოიდგინეთ თქვენი თავი მშობლების ადგილას  და მხოლოდ ასე იმოქმედეთ, გემუდარებით!

ნიკოს დედამ ასე გაიგო მისი ნიკოს გარდაცვალება და ახლა მოფრინავს რადგან საქართველოში არ იმყოფებოდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები