LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ზამბახიძე: ქალის გაუკეთებელი საქმე არ მინახავს მე, განათლება ზრდასრულ ასაკში მიიღო და ახლა მისი ღვინო 5 ქვეყანაში გადის

74
245177670-264108308951507-2069821282519450278-n

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე საზოგადოებას წარმატებულ ქალ მეწარმეს, კომპანია „ნინო მერის ღვინის სელექციის“ დამფუძნებელს ნინო მერის-ს აცნობს და მისი წარმატების შესახებ უყვება.

როგორც ზამბახიძე ამბობს, ნინო მერისი 5 წლის წინ გაიცნო და დღეს ის უკვე ძალიან წარმატებული მეწარმე ქალია, რომლის ღვინოც მსოფლიოს 5 ქვეყანაში ექსპორტზე გადის, ცოტა ხნის წინ კი – დანიაში, მიშლენის ვარსკვლავიან რესტორანში შევიდა გასაყიდად.

„როგორი ბედნიერი ვარ ვერც ვხსნი. ნინო 5 წლის წინ გავიცანი, როდესაც პირადი ბევრი პრობლემის გამო ისეთი ჩამქვრალი იყო, რომ გული გაგისკდებოდა ადამიანს! მისი ისტორია ცალკე თემაა, წიგნი დაიწერება, ან ფილმი გადაიღება მასზე. არ უნდოდა ფარ-ხმალი დაეყარა და მეც მეტი რა მინდოდა, სად მივცემდით მოსვენებას. განათლება ზრდასრულ ასაკში მიიღო: ისწავლა ინგლისურიდან დაწყებული ღვინით დამთავრებული ყველაფერი. ავსტრიის განვითრების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც დავაფინანსეთ და რა ხდება დღეს??? მისი ღვინო 5 ქვეყანაში გადის, დანიაში მიშლენის ვარსკვლავიან რესტორანში შევიდა და გუშინ, გერმანიიდან 1000 ჩურჩხელის შეკვეთაც მიიღო. ქალის გაუკეთებელი საქმე არ მინახავს მე და მომკალით“, – ამბობს „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები