LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ზამბახიძე: “ამ სიტუაციაში რა პასუხისმგებლობა ეკისრება ჯანდაცვის მინისტრს? რომ ამბობდა, ყველაფერს ვაკონტროლებო?..”

142
ninozambaxidze2011

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი, ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

გთავაზობთ მის პოსტს ამ თემაზე:

“მართლა მაინტერესებს, ამ სიტუაციაში რა პასუხისმგებლობა ეკისრება ჯანდაცვის მინისტრს? რომ გამოდიოდა და ამბობდა, ყველაფერს ვაკონტროლებო და ვემზადებით მეორე ტალღისთვისო აი, მაინტერესებს, რისთვის მოემზადა?? გადაამზადეს ოჯახის ექიმები?? საკმარისი ინფრასტრუქტურა მოაწყვეს?? არის საკმარისი ტესტი?? არის საკმარისი რეაქტივი?? ხალხი 48 საათი ელოდება ტესტის პასუხს, კერძო ლაბორატორიები კიდევ უფრო მოქნილია, მადლობა მათ! სისხლის ანალიზი რომ აიღო, 2 კვირა რიგში უნდა იყო! მე ამ ქალის ადგილას დიდი ხანია გადამდგარი ვიქნებოდი! შენ არ იცოდე და სხვისას არ ისმენდე, ეგ ამბავი,ა რა!
მადლობა ექიმებს და ყოჩაღ მათ გაძლებას, ასეთ მინისტრს რომ უძლებენ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები