LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინოობას პატრიარქი საზეიმო წირვას სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს

134
patriarqi

ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს.

პატრიარქი წირვას სიონის ტაძარში 10:00 საათიდან შეასრულებს.

ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიო მუჯირმა სამების ტაძარში ქადაგების შემდეგ განაცხადა.

ცნობისთვის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ – 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები