LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინოწმინდაში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

1432470205

ნინოწმინდაში, ავარიის შედეგად 68 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ოთხი ადამიანი კი დაშავდა. შემთხვევა დღეს, სოფელ სათხასთან მოხდა. ერთმანეთს „ჟიგულისა“ და „ოპელის“ მარკის მანქანები შეეჯახნენ. ოთხივე დაშავებული ნინოწმინდის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა.

მათ შორის ერთი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა, ახალქალაქის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რომლის შედეგადაც ადამიანი გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები