LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინოწმინდის ცენტრალურ პარკში მიწები ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა პირებმა საკუთრებაში გაიფორმეს: “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”

79
1

“ნინოწმინდის ცენტრში არსებული პარკი, რომელიც საჯარო სივრცეს წარმოადგენდა, ნაბიჯ-ნაბიჯ კერძო საკუთრებად დარეგისტრირდა.” – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც კორუფციულს სქემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მიწები ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა პირებმა საკუთრებაში გაიფორმეს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ 2,840 კვ.მ. მიწის მფლობელები გახდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები, ასევე, მათი ოჯახის წევრები, მათთან დაახლოებული პირები და იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებთანაც პირდაპირ შესყიდვებს, მრავალი წლის განმავლობაში, მხოლოდ ნინოწმინდის მერია და მისი იურიდიული პირები აფორმებენ.

❗   “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულ დეპარტამენტს, შეისწავლოს ნინოწმინდის პარკში პრივატიზებული მიწების საკითხი და დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედოს.

?   ინფორმაციას თითოეული ფაქტის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშში,  რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ შვიდი ნაკვეთიდან ნაწილი საარქივო ცნობებით, ნაწილი კი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დასკვნის საფუძველზეა გაფორმებული.

“ნინოწმინდის საკრებულოსა და ეკონომიკის სამინისტოში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფართობები მათ ბალანსზე არასდროს ყოფილა და შესაბამისად არც არასდროს განუკარგავთ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან კი მიმდინარე წლის მარტიდან გვწერდნენ, რომ ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციას ამუშავებდნენ და დასრულების შემდეგ მოგვაწვდიდნენ.

თუმცა, მას შემდეგ რაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ნინოწმინდის პარკის პრივატიზების საკითხით დაინტერესდა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გაგიკ კარსლიანი, მისი ცოლის და ლუსიკ გიულასარიანი, რომელმაც ნახაზები შეადგინა, და ნინოწმინდის პარკში 4 ნაკვეთის, ჯამში 308 კვ.მ. მფლობელი შაჰენ გრიგორიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.” – წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში” აცხადებენ, ნინოწმინდის პარკში, რომლის საერთო ფართობიც, დაახლოებით 20 000 კვადრატული მეტრია, ნინოწმინდის მერიას რეგისტრირებული 16 907 კვ.მ ფართობი აქვს, დანარჩენი კი კერძო მესაკუთრეებზე არის დანაწევრებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები