LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნისლის გამო ლონდონიდან გაფრენა შეუძლებელი გახდა

96

ნისლის გამო ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან 100-ზე მეტი ფრენა გადაიდო. „ბიბისის“ ინფორმაციით, აეროპორტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამინდის გამო ხილვადობა ძალიან ცუდია, ამიტომ მგზავრებმა საკუთარი რეისების სტატუსი უნდა გადაამოწმონ.

საუთჰემპტონის აეროპორტმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ სამშაბათს დილით ფრენები გადაიდებოდა.

ორშაბათს ჰითროუდან, ლონდონ სითიდან, გეთვიკიდან და საუთჰემპტონის აეროპორტიდან არცერთი რეისი არ შესრულებულა.

„როგორც ყოველთვის, მთავარი პრიორიტეტი მგზავრების უსაფრთხოებაა და ბოდიშს ვუხდით ყველას, ვინც გაფრენას გეგმავდა და ამინდის გამო ვერ შეძლო,“ – განაცხადა ჰითროუს წარმომადგენელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები