LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნისლის გამო, თბილისის საერთშორისო აეროპორტში სამი რეისი გაუქმდა, ხუთი – გადამისამართდა

88

ნისლის გამო, თბილისის საერთშორისო აეროპორტში ხუთი რეისი გადამისამართდა და სამი გაუქმდა.  გადამისამართებულ რეისებთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ  თითოეული ავიაკომპანია თავად გადაწყვეტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მაგივრად, რომელ აეროპორტში დაჯდება თვითმფრინავი.

როგორც ცნობილია, ორი რეისი – მოსკოვი-თბილისი და კიევი-თბილისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრინდა.

ამ დროისთვის, აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს, თუმცა ნისლის გამო, დღის გარკვეულ მონაკვეთში იყო შეფერხებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები