LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ნიუ-ჰოსპიტალში” ყელ-ყურ-ცხვირის ოპერაცია ახალი მეთოდოლიგიით ჩატარდება

478

“ნიუ ჰოსპიტალსის” გუნდს ლიტველი პროფესორი საულიუს ვაიტკუსი შემოუერთდა და ენდონაზალური ქირურგიის მიმართულებას განავითარებს.

როგორც ”ფორტუნას” ”ნიუ ჰოსპიტალიდან” აცნობეს, საულიუს ვაიტკუსი 22 წლის წინ ლიტვაში პირველი ქირურგი იყო, ვინც ეს მიმართულება დანერგა. “ნიუ ჰოსპიტალსში” საულიუს ვაიტკუსი პაციენტებს კონსულტაციას გაუწევს და ოპერაციებს ჩაატარებს. ოპერაციების ჩატარება შესაძლებელია როგორც ბავშვებისათვის ერთი თვის ასაკიდან, ასევე ზრდასრულთათვისაც.

”ენდონაზალური ქირურგია გულისხმობს ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიას კანის გარეგანი კვეთის გარეშე, ხორცელედება სპეციალური ოპტიკური  ხელსაწყოების გამოყენებით, რაც ქირურგს აძლევს  კონკრეტული დაზიანებულ უბნის კარგი ვიზუალიზაციის საშუალებას; ეს მეთოდი ნაკლებტრავმულია, ხოლო შედეგები ბევრად უკეთესი, ვიდრე ტრადიციული მეთოდის გამოყენებისას”, – აცხადებენ ”ნიუ ჰოსპიტალში”.

„ნიუ ჰოსპიტალსს ულტრათანამედროვე აპარატურა აქვს, რაც საშუალებას იძლევა, უახლესი მეთოდებით ჩატარდეს სხვადასხვა სიმძიმის ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების მკურნალობა და ფუნქციონალური რეკონსტრუქცია. ჩვენ ვმუშაობთ ყველანაირი სირთულის პაციენტებთან, მათ შორის ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებთან. მოხარული ვარ, რომ “ნიუ ჰოსპიტალსს” გააჩნია ყველანაირი სირთულის ოპერაციის მაღალ დონეზე ჩატარების რესურსი; ის რისთვისაც დღეს პაციენტები სხვა ქვეყნებში მიდიან და იქ იკეთებენ ოპერაციებს, დღეს უკვე “ნიუ ჰოსპიტალსშია” შესაძლებელი“, – აღნიშნა საულიუს ვაიტკუსმა. 

მისივე ინფორმაციით, ენდონაზალური ენდოსკოპიური ქირურგია ყველაზე თანამედროვე და ნაკლებინვაზიურ მეთოდებს  მიეკუთვნება. თანამედროვე ლაზერული ტექნოლოგიის საშუალებით უფრო მარტივი ხდება ცხვირიდან ცალკეული ოპერაციების ჩატარება. მათ შორის ადენოიდებისა თუ ტონზილების (გლანდების) ამოჭრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები