LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ტომოგრაფიის უახლესი აპარატით – SIEMENS Somatom Perspective-ით აღიჭურვა

109

ნიუ ჰოსპიტალსიუახლესი, 2018 წლის კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) აპარატით – SIEMENS Somatom Perspective-ით აღიჭურვა.

აპარატი წარმოადგენს კომპიუტერული ტომოგრაფიის ულტრათანამედროვე, მრავალშრიან მოდელს, რომელიც უახლესი ტექნოლოგიის საშუალებით აუმჯობესებს ვიზუალიზაციას და უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას, რაც უმნიშვნელოვანესია ზუსტი დიაგნოსტირებისთვის.

როგორც „ფორტუნას”„ნიუ ჰოსპიტალიდან” აცნობეს, Somatom Perspective-ის მთავარი უპირატესობა გამოსახულების სიზუსტე და რეკონსტრუქციის ხარისხია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე ზომის სტრუქტურების გამოსაკვლევად. მრავალშრიანი ტექნოლოგია „ნიუ ჰოსპიტალსში“ შესაძლებელს ხდის გულის მკვებავი სისხლძარღვების არაინვაზიურ კვლევას და მნიშვნელოვნად ზრდის კლინიკის კარდიოლოგიური განყოფილების შესაძლებლობებს.

Somatom Perspective-ის გამოყენება უსაფრთხოა პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალისთვის, რამდენადაც აღჭურვილია სპეციალური SAFIRE ტექნოლოგიით, რომელიც წინა წლების ტომოგრაფიულ აპარატურასთან შედარებით პაციენტის რადიაციულ დასხივებას  60%-ით ამცირებს. ამავდროულად, Somatom Perspective-ის ინოვაციური დიზაინი უზრუნველყოფს კომფორტს სადიაგნოსტიკო თუ სამკურნალო პროცედურების მსვლელობისას, რამდენადაც აპარატის მორგება შესაძლებელია თითოეული, მათ შორის მძიმეწონიანი პაციენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე.

კომპიუტერული ტომოგრაფიის ახალი, მრავალშრიანი აპარატი ფუნქციონირებას 5 ოქტომბრიდან იწყებს და მომხმარებლებს სპეციალური პირობებით მოემსახურება – ერთი თვის მანძილზე Somatom Perspective-ით ჩატარებულ კვლევებზენიუ ჰოსპიტალსში“ 20% ფასდაკლება იმოქმედებს. ფასდაკლებით სარგებლობის საშუალება ყველა მსურველს მიეცემა, ხოლო მომსახურების მიღება წინასწარი ჩაწერით იქნება შესაძლებელი (ტელ.: 2 190190)”, – აცხადებენ  „ნიუ ჰოსპიტალში”.

შეგახსენებთ, „ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული ინფრასტრუქტურის მქონე, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. ჰოსპიტალი აკმაყოფილებს მკურნალობის ხარისხის მსოფლიო სტანდარტებს, რაც განპირობებულია მედიცინის თანამედროვე პრინციპებზე დამყარებული საქმიანობითა და დარგის ლიდერი სპეციალისტების ჩართულობით. „ნიუ ჰოსპიტალსის“ სამედიცინო პერსონალი ორიენტირებულია პაციენტების კეთილდღეობაზე და გამოცდილების, უახლესი ტექნოლოგიებისა და პროფესიონალიზმის მეშვეობით უზრუნველყოფს უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო მომსახურებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები