LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ნიუ ჰოსპიტალსში“ რეგიონული კონფერენციის მესამე, დასკვნითი დღე მიმდინარეობს

197

”PSP ჯგუფში” შემავალ მრავალპროფილურ ჰოსპიტალში, ”ნიუ ჰოსპიტალი“ რეგიონული კონფერენციის მესამე, დასკვნითი დღე მიმდინარეობს. როგორც ”ფორტუნას” ჰოსპიტალიდან აცნობეს,   რეგიონული კონფერენცია ცხვირის დანამატი წიაღების ფუნქციურ ენდოსკოპიურ ქირურგიას მოიცავს და მას უძღვება გრეიფსვალდის (გერმანია) სასწავლო ჰოსპიტალის ოტო-რინო-ლარინგოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი პროფესორი ვერნერ ჰოზემანი,  “ნიუ ჰოსპიტალსის” ყელ-ყურ-ცხვირის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მედიცინის დოქტორის  გიორგი გოგნიაშვილის სპეციალური მოწვევით. პროფესორი ჰოზემანი ცხვირის დანამატი წიაღების ფუნქციურ ენდოსკოპიურ ქირურგიაში ასამდე ნაშრომის ავტორია.

”ნიუ ჰოსპიტალის“ ინფორმაციით,  კონფერენციის მიზანია თეორიული და პრაქტიკული პროფესიული უწყვეტი განათლების და თანამედროვე მიდგომების გაზიარება. პრაქტიკული ასპექტი კი მოიცავს მასტერკლასებს, კერძოდ, პირდაპირ ტრანსლაციას საოპერაციო სივრციდან.  მათივე ცნობით, დარგის პროფესიონალები როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან უკვე მესამე დღეა თვალყურს ადევნებენ ოპერაციის მსვლელობას  და  ეცნობიან თანამედროვე მიღწევებს აღნიშნულ სფეროში.

დღესვე კონფერენციაში მონაწილეებს სპეციალური სერთიფიკატებით დააჯილდოვებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები