LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკში, ჩხუბის გამო, მსახიობი ალეკ ბოლდუინი დააკავეს

150

ნიუ-იორკში, მანჰეტენის რაიონში მომხდარი ჩხუბის გამო, მსახიობი ალეკ ბოლდუინი დააკავეს. ამის შესახებ ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, ჩხუბი ავტოსადგომზე მოხდა. ბოლდუინმა 49 წლის მამაკაცს ყბა დაუზიანა, დაშავებული ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. ინციდენტის მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.
ბოლდუინს ბრალი თავდასხმასა და ფიზიკურ ძალადობაში წაუყენეს. სასამართლოში საქმის განხილვის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები