LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუტონის რობოტიკის სკოლა: ადგილი, სადაც ბავშვები ინოვაციური სამყაროს ნაწილი ხდებიან

383

ნიუტონის რობოტიკის სკოლა ილია უმუდუმოვის ბიზნესად ქცეული ჰობია. ნიუტონის სკოლაში ბავშვებს ისეთ საგნებს ასწავლიან, რომლებსაც ჯერჯერობით, ვერცერთ სხვა სასწავლო დაწესებულებაში ვერ შეხვდებით.

სკოლა სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს სთავაზობს ტრენინგებს რობოტიკაში, პროგრამირებაში და სხვადასხვა მიმართულებით.

რობოტიკის სკოლა უკვე 1 წელია არსებობს და ერთდროულად დაახლოებით, 50-მდე მოსწავლეს იღებს.

როგორც უმუდუმოვმა „ფორტუნასთან“ განაცხადა, მოსწავლეებს ტრეინინგებს დაქირავებული პროფესორები უტარებენ.

„მოსწავლეებს ვასწავლით როგორ მუშაობს ტექნოლოგიური სამყარო დღეს. ძირითადად პრაქტიკული სამუშაოები მიმდინარეობს. ბავშვები თვითონ ქმნიან რობოტებს. აცოცხლებენ თავის ფანტაზიებს. თამაში უნდა აქციო სწავლად, ჯერ სხვა მეთოდი ვერაფერი მოვიფიქრე“, – განაცხადა ილია უმუდუმოვამ „ფორტუნასთან“.

მისი თქმით, რობოტების აწყობა ყველას შეუძლია. ძირითადად სკოლაში დამოუკიდებლად მუშაობენ და თუნდაც პირველი კლასის მოსწავლეები დამოუკიდებლად თავად ქმნიან მოწყობილობებს.

„ჩვენმა მოსწავლეებმა შექმნეს ჭკვიანი სახლის მაკეტი, მუშაობენ სანათზე, რომელსის მართვას მობილურის მეშვეობით შეძლებ, ასევე აწყობენ რობოტებს და ემზადებიან რობოტების ბრძოლისთვის, რომელსაც FABLAB ატარებს“, – განაცხადა უმუდუმოვმა.

დაინტერესებული პირები ნიუტონის სკოლაში ძირითადად, სოციალური ქსელის მეშვეობით ხვდებიან.

“გააზიარე წარმატება” – მ რობოტიკის სკოლის წინსვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ნიუტონის რობოტიკის სკოლა, თიბისი ბანკის დაჯილდოება “გააზიარე წარმატებაში” ჩაერთო. როგორც ილია უმუდუმოვმა “ფორტუნასთან” განაცხადა,პროექტმა რობოტიკის სკოლის წინსვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

“თავიდან არ მქონდა ესეთი მოლოდინი. ვერ აღვიქვამდი, რომ ასეთ პატარა ბიზნესსაც ასეთი ყურადღებით მოეკიდებოდნენ. ეს არის საუკეთესო საშუალება, რომ სხვებმა ჩვენს შესახებ გაიგონ”, – განაცხადა უმუდუმოვმა.

#გააზიარე წარმატება – ამ სლოგანით დაწყებულ ბიზნესდაჯილდოებას ”თიბისი ბანკი” და ”ჯეოსელი” ერთობლივად, წელს უკვე მეორედ გამართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები