LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ დუმბაძის ლექსების კრებული მხატვარმა ნინო ჩაკვეტაძემ გააფორმა (ფოტოები)

nodaribabu

მცირე ხანში ნოდარ დუმბაძის ლექსების კრებული სახელწოდებით „ნოდარ ბაბუს ლექსები“ მზის სინათლეს იხილავს. როგორც მწერლის ქალიშვილი, ქეთევანი წერს სოციალურ ქსელში: „სულ რაღაც ორი კვირა და საახალწლოდ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს ნინო ჩაკვეტაძის ილუსტრირებული ნოდარ ბაბუს კეთილი ლექსების ახალი გამოცემა ექნებათ“.

ნინო ჩაკვეტაძეს უჩვეულოდ თბილი ნახატებით დასურათებული გამოცემა, როგორც პირველი ფოტოებიდან ჩანს, ძალიან ლამაზი გამოდის.

ნინო ჩაკვეტაძე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ქართველი მხატვარია. მცირე ხნის წინ მისი ნამუშევრები ერთ-ერთმა ჩინურმა ქარხანამ უნებართვოდ მიითვისა და ამ გამოსახულებით მასიურები გამოუშვა…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები