ინგა გრიგოლიამ ტვ პირველზე ნოდარ მელაძე ოფიციალურად წარადგინა. როგორც ინგამ აღნიშნა, უამრავმა ადამიანმა დაურეკა და მან თავიდანვე თავი დაიზღვია, რადგან ყველას უთხრა, რომ არც სხვა გადაცემებში ერევა და არც ნოდარ მელაძის გადაცემაში ჩაერევა.

ნოდარ მელაძე:

ძველი შაბათი სხვებს დავუტოვეთ, ყველასთვის მისაბაძი იყო ის შაბათის გადაცემა, ჩვენ კი სხვას გავაკეთებთ, ბევრად საინტერესოს, იმ გუნდთან ერთად, რომელიც ახლა ტვ პირველზე მუშაობს.

ნოდარ მელაძემ ინგა გრიგოლიას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რომელიც მან კოლეგებს გაუწია. “მადლობა გასაოცარი თანადგომისთვის, ეს კადრები არსებობს და პირველი ეთერის ბოლოში გავუშვებთ, რა ხდებოდა პრომოს გადაღებისას კულისებში, ინგა გრიგოლია მოტეხილი ფეხით, ორი ყავარჯნით იჯდა მოძრავ სადგურში და აკონტროლებდა ჩვენი პრომოს გადაღებას. არა მხოლოდ ამისთვის, კიდევ მადლობა იმისთვის, რომ გვითხარი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!..”

აღსანიშნავია, რომ ნოდარ მელაძე “ტვ პირველის” ეთერში პირველად “ვეტმანის” ქურთუკით გამოჩნდა. ეს არის დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ჯინსის ქურთუკი, რომელზეც ქართელი პოეტების სახელები აწერია.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05