LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ მელაძეს ტყუპები ვიდეოზარით ურეკავენ: „აღზრდა ინერციით არ უნდა მოხდეს…“

789
meladze2045

„ტყუპების ტელედებიუტი, დედა საეთეროშია“, აღნიშნა ტელეჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ მას შემდეგ, რაც უსაყვარლეს ტყუპ გოგონებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა „ტვ პირველის“ ეთერიდან.

ნოდარ მელაძემ შვილებთან ერთად „შუადღის“ გადაცემაში სტუმრობისას აღნიშნა:

„იმის გამო, რომ დილიდან საღამომდე მიწევს მუშაობა, ერთი კვირა დღე მაქვს, როცა შემიძლია, მთლიანად ბავშვებთან ერთად ვიყო. ახლა თინანომ ისწავლა, რომ ვიდეოზარით დაარეკინოს ხოლმე ჩემთან…

ბავშვებისთვის დროს ყოველთვის მოძებნი. ვისაც შვილი ჰყავს, ძალიან მარტივად მიხვდება, შვილი თავიდან ბოლომდე ცვლის ცხოვრებას, მათზე მნიშვნელოვანი არაფერია.

რაც უფრო იაზრებ აღზრდის პროცესს, უფრო სხვა რაღაცაა. ხვდები, რომ მშობლებზეა პასუხისმგებლობა, როგორ უნდა წარიმართოს აღზრდის პროცესი. შესაბამისად, მეტი პასუხისმგებლობით ეკიდები ყველაფერს.

მე და თეა წავედით, დავსხედით, ყველა ექიმს ვესაუბრეთ. აღზრდა ინერციით არ უნდა მოხდეს. ყველა ეტაპი სწორად უნდა გაიარონ. მშობლის როლი პასუხისმგებლობას უკავშირდება. ახლა ყალიბდება ბავშვების აზროვნებაც და ზნეც და მნიშვნელოვანია, რომ ეს ინერციის ამარა არ მიატოვო…“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები